ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისში, გალაკტიონის კონცეფციით ახალი რესტორანი "გალა" იხსნება
24 იანვარი, 2024

,,ლილესთან“ ქუთაისში რიგით მეორე რესტორანს ხსნის. ახალი სივრცე გალაკტიონის კონცეფციაზეა აგებული. როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი ლილე მაღლაფერიძე ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და დაახლოებით ორ კვირაში ,,გალა“ ოფიციალურად გაიხსნება.

,,ახალი რესტორანი მთლიანად  იქნება გალაქტიონის კონცეფციაზე - სივრცე დაიტვირთება პოეტის ნახატებით, ლექსებით და ფრაზებით. ასევე წარმოდგენილი იქნება წერილები ოლღა ოკუჯავასთან და სხვა საინტერესო დეტალები, მთლიანად ქართული ავთენტური გარემო იქმნება, ვიზრუნეთ, რომ  აუდიტორიისთვის საინტერესო სივრცე გახდეს, ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - აღნიშნავს ლილე მაღლაფერიძე.

რაც შეეხება ,,გალას“ სამზარეულოს, როგორც რესტორნის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ახალ რესტორანში ძირითადად, ქართული ავთენტური სამზარეულო იქნება გათვალისწინებული.

მისივე ინფორმაციით, პირველი რესტორანი ,,ლილესთან“ - კვლავ რჩება საინტერესო შეხვედრების ადგილად საინტერესო საუბრებისთვის, დეგუსტაციებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების შეკრების ერთ-ერთ საინტერესო სივრცედ რეგიონში.

,,გალა“ ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე რესტორან ,,ლილესთან“ მოპირდაპირედ გაიხსნება. საინვესტიციო თანხის მოცულობას ლილე მაღლაფერიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. თუმცა აღნიშნავს, რომ ახალ რესტორანში საწყის ეტაპზე 15 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ცნობისთვის, ,,ლილესთან“ პანდემიისას დაწყებული საოჯახო ბარ-რესტორანია, რომელიც  დღეს იმერეთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კონცეპტუალურ სივრცედ მიიჩნევა. რესტორნის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 80 000 ლარია.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.