ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობს შიდა საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და რემონტი. სამუშაოების პროცესი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი ღავთაძესთან ერთად დაათვალიერეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
პროექტს ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და ა. წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს. თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკაში განთავსდება: თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით; საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით; სამკითხველო დარბაზები: კლასიკური და არაკლასიკური. ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზები (თავისუფალი დაშვება ინტერნეტზე, აწსუ ბიბლიოთეკის კომპაქტ-დისკები (CD-ROM), აწსუ ციფრული ბიბლიოთეკა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები, კანონების მონაცემთა ბაზა, უკაბელო ინტერნეტი (Wi-Fi ) და ა.შ.); იშვიათ გამოცემათა განყოფილება, სადაც განთავსდება: ბიბლიოთეკაში დაცული ძველი და უნიკალური წიგნები, საგამოფენო სივრცე, რესტავრაციისა და კონსერვაციის სამსახური, დიგიტალიზაციის სამსახური; დეპარტამენტები: კატალოგიზაციის, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული; ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია; ბიბლიოთეკის მშენებლობას აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული საწარმო „იმერეთი“. პროექტი 31.12.2017წელს სრულდება.
ipress.ge