ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვა-ღორღი და მოუწესრიგებელი წყაროები – ტურისტებს ზედაზენის მონასტერთან მისვლა ისევ უჭირთ
22 აგვისტო, 2017

თბილისთან ახლოს მდებარე სოფელი საგურამო ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთი პოპულარული დასასვენებელი ადგილია. ტურისტები ხშირად სტუმრობენ საგურამოს ქედზე მდებარე მეექვსე-მეშვიდე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლს ზედაზენის მონასტერსაც. თუმცა, როგორც დამსვენებლები აცხადებენ, მონასტრამდე მისასვლელი გზა ფაქტობრივად, არ არსებობს. საგურამოს ცენტრიდან ზედაზენის მონასტრამდე, რამდენიმე კილომეტრია, გზაზე ჩამოშლილი ქვა-ღორღია, რის გამოც გადაადგილება გართულებულია, ტურისტები  ხშირად ველოსიპედებით მოძრაობენ,  ასეთი გზა კი დისკომფორტს ქმნის.  ზედაზნის მონასტრამდე რამდენიმე წყაროა, რომელიც ასევე მოუწესრიგებელია. გზაზე თვალშისაცემია ნაგვით სავსე ურნებიც.

/

საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გელა უნდილაშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზედაზენის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია, პროექტის სამუშაოები დასრულდებულია და მომზადებულია სატენდეროდ. უნდილაშვილი პროექტის დეტალებზე და ბიუჯეტზე ვერ საუბრობს. მისივე თქმით, დასუფთავების საკითხიც კონტროლზეა აყვანილი, ნაგვის ურნები იქვე მდებარე „თბილისის ეროვნული პარკის“ საკუთრებაა, თუმცა იმის გამო, რომ აღმართია, მანქანებს უჭირს გადაადგილება, თუმცა შეთანხმება არსებობს და ჩვენი დასუფთავების სამსახური იზრუნებს, რომ გზა იყოს დასუფთავებული. პროექტის მიხედვით მოწესრიგდება წყაროების ტერიტორია და განთვსდება საპირფარეშოები. მომავალი წლისთვის გზის სამუშაოები დაწყებული იქნება. - აცხადებს უნდილაშვილი.

 /

„თბილისის ეროვნული პარკის“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ლაშა მელაძე ჩვენთან საუბარისას განმარტავს, რომ მათთან შევიდა განცხადება ზედაზენის მონასტრისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მისივე თქმით, იმისათვის, რომ გზა გაკეთდეს საჭირო იყო სპეციალური დანიშნულების ტყით სარგებლობის მინიჭების ნებართვა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ გასცა და სავარაუდოდ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

/

/

ავტორი: სალომე სოსელია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.