ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვემო ქართლში $5 მილიონის ღირებულების 2 ბიზნესპროექტი შეჩერდა
29 ივლისი, 2017

ქვემო ქართლში ორი ბიზნესპროექტი შეჩერდა. საუბარია ბოლნისში შაქრის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასა და დმანისში, პანტიანის ტბაზე 4- ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის ამოქმედებაზე. საერთო ჯამში ქვემო ქართლში ამ ორი პროექტით 5 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა. 

შაქრის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია „გარაგაია“ აპირებდა. საუბარი იყო ადგილზე 3 მილიონი დოლარის ჩადებასა და 40 ჰა ტერიტორიაზე საწარმოს ამოქმედებაზე. 

პანტიანის ტბის პროექტის განხორციელებას კი საქართველოში Tuborg-ის წარმომადგენლობა გეგმავდა. 

ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე „საქმის კურსთან“ განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან კომპანიების მიმართ ხელშეწყობა იყო, თუმცა, რატომღაც მათ ინვესტირება შეაჩერეს. 

გრიგოლ ნემსაძის თქმით, პირველ და მეორე შემთხვევაშიც კომპანიებს მუნიციპალიტეტებმა შესაბამისი ტერიტორიები გამოუყვეს. 

გუბერნატორი ამბობს, რომ სასტუმრო კომპლექსის შემთხვევაში ხელშეკრულებას ვადა სექტემბერში გაუვიდა, კომპანიას კი არცერთი ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ხელშეკრულებით, "ტუბორგის" წარმომადგენლობას სასტუმროს მშენებლობასთან ერთად ტბის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურაც უნდა მოეწყო.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.