ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვემო ქართლში ახალი ტურისტული მიმართულებების დამკვიდრებას გეგმავენ
30 აპრილი, 2018

საერთაშორისო და შიდა ბაზარზე ქვემო ქართლის ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდას და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ფორუმი მიეძღვნა. ფორუმი რეგიონის გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფორუმი მიზნად ისახავდა ასევე ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწასა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალი ტურისტული მიმართულების დამკვიდრება და არსებულის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში, შესაძლებელია უამრავი ღირშესანიშანაობის მონახულება და სხვადასხვა სახის ტურისტული აქტივობით დაკავება: ღვინის, არქეოლოგიური, კულტურული, აგრო, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა. 

ფორუმის ფარგლებში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის პრეზენტაცია, რომელიც ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს.

„ქვემო ქართლის რეგიონში, ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, აქტიურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა სახის სამუშაოებს. ვფიქრობ, ჩვენს რეგიონს ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი გააჩნია. გარდა ისტორიული და საკულტო ღირსშესანიშნაობებისა, ქვემო ქართლის ბუნებრივი პირობები გვაძლებს შესაძლებლობას აგრო, რეკრეაციული, ეკო, ველო, სამთო,სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სხვა სახის ტურიზმი განვავითაროთ. არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური ხელშეწყობით, ქვემო ქართლში, აღნიშნული მიმართულებები, კიდევ უფრო მეტად, განვითარდება“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.