ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვევრში წარმოებული პირველი ქართული ვისკი ბაზარზე „პროლოგის" სახელით გამოჩნდება
13 აგვისტო, 2016

უახლოეს პერიოდში ბაზარზე ქვევრში წარმოებული ქართული ვისკი გამოჩნდება. როგორც ვისკის მწარმოებელი კომპანია „ალექსანდრე დისტილერის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე კვერნაძემ რადიო „კომერსანტთან" განაცხადა 2 წლის წინ დაინტერესდნენ ვისკის ქვევრში დისტილაციის საკითხით, რადგან თიხა, რომლისგანაც დამზადებულია ქვევრი წარმოადგენს ბუნებრივ კატალიზატორს და ასუფთავებს დისტილატს ზედმეტი მინარევებისაგან, რის შედეგადაც მიიღება მაღალი დონის პროდუქტი. მისივე თქმით, ამიტომაც დღეს წარმოებაში ქვევრს იყენებენ მიზანმიმართულად.

კვერნაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე 100 ლიტრი მუხის გარემოში დაძველებული ვისკი აქვთ და გრძელდება დაძველების პროცესი, კომპანია ცდილობს სასურველი ხარისხის ტარა მოიძიოს რადგან ალექსანდრე კვერნაძის თქმით, დღეს მარალი ხარისხის შესაფუი მასალები პრობლემაა საქართველოში. ქვევრში წარმოებული პირველი ქართული ვისკი ბაზარზე ნახევარლიტრიანი ბოთლით „პროლოგის" სახელით გამოჩნდება. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში კი კომპანიას შეუძლია არსებული სიმძლავრეებით თვეში 200 ლიტრამდე პროდუქცია აწარმოოს.

ალექსანდრე კვერნაძე ამბობს, რომ კომპანიის კონცეფციაა, პროდუქტი გურმანებისთვის შექმნას ამიტომ მისი გაყიდვა სპეციალიზირებულ მაღაზიბეში და ღვინის ბუტიკებში მოხდება. კომპანიას საწარმო თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალექსეევკაში აქვს, წარმოებაში ქართულ ნედლეულს, სიმინდსა და ქერს იყენებენ, გეგმავენ ჭვავის გამოყენებას თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამწუხაროდ ეს პროდუქტი საქართველოში არ მოყავთ. ვისკის გარდა „ალექსანდრე დისტილერი" მარცვლეულის გამოხდით მიღებულ სამნახად არაყს აწარმოებს, რომელიც მაღაზიებში „მთიულურის" ბრენდით უკვე იყიდება. 

 

ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.