ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის
07 აგვისტო, 2019

ე.წ. ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, ივლისში საქართველოში უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. მთლიანობაში გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი 1,099,474-მა ადამიანმა გადაკვეთა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივლისში ქვეყანაში შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 6.4%-ით არის შემცირებული.

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი – 175,499 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13.1%;
  2. რუსეთი – 159,063 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 6.4%;
  3. თურქეთი – 156,136 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.6%;
  4. სომხეთი – 141,663 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.2%;
  5. საქართველო (არარეზიდენტი) – 40,340 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.2%;
  6. უკრაინა – 25,221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18.2%;
  7. საუდის არაბეთი – 22,775 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 42.1%;
  8. ისრაელი – 22,687 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15.5%;
  9. ირანი – 13,437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 60%;
  10. ყაზახეთი – 13,129 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 28.5%.

2019 წლის 7 თვეში კი ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 4,961,918 შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით 7.8%-ით მეტია.

რამდენი იყო ამ ვიზიტორებში ტურუსტი

ამ 4.9 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.7 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან?

ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტებმა საქართველოში იანვარ-ივლისში $1.5 მილიარდი დახარჯეს. ეს 2018 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. შესაბამისად, ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები არის მზარდი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.