საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ქალაქში რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მათ ფუნქციონირებას 22:00 სთ-მდე განსაზღვრავდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ რესტორნებზე გავრცელდება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„თბილისში, მცხეთაში, ქუთაისსა და ბათუმში რესტორნებს მუშაობა 22:00 საათამდე შეეძლოთ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნებში გამართულ ღონისძიებებსა და წვეულებებზე შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა 22:00 საათამდე იმუშაონ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
BMG