უმსხვილეს ამერიკულ ავიაკომპანიებთან – Delta AirLines-თან და United airlines-თან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე შეხვედრა გაიმართება
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰარო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება; მარიამ ქვრივიშვილი იმ დელეგაციის წევრია რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა დეტალურ კვლევაში, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ეხება.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიების Delta Air Lines-ის და United-ის წარმომადგენლებისთვის საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.
შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით მიმდინარე მარკეტინგული კამპანიების შესახებ ისაუბრებს.
Commersant.ge