ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვრივიშვილი: ე.წ. ტურისტულ ემბარგოს პირველადი შედეგი ივლისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი
30 ივლისი, 2019

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ე.წ. რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ სიტუაციის მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საბოლოო რიცხვები თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, რაც სრული სიტუაციის ანალიზის საშუალებას მოგვცემს.

“ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვართ კერძო სექტორთან და თვალს ვადევნებთ რეგიონებში არსებულ სიტუაციას. პირველადი შოკი, ბუნებრივია, საკმაოდ მძიმე იყო, გაუქმდა ჯავშნების 70%-80%. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სტატისტიკური ნაწილის მონიტორინგი. ხელშესახები ანალიზი უფრო თვის ბოლოს იქნება, როდესაც ჩაიხურება რიცხვები და შევძლებთ სიტუაციის შეფასებას”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმავს, მარიამ ქვირვიშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში მარკეტინგული კამპანია აქტიურ ფაზაშია შესული და ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„მარკეტინგული აქტივობები მიმდინარეობს ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორისგან უკვე გვაქვს უკუკავშირი. მაგალითად, გაზრდილია განსაკუთრებით გერმანიიდან ტურისტების ნაკადი; ასევე ჩამოგვყავს ძალიან ბევრი სტუმარი, ჟურნალისტი, რომლებიც საქართველოს პროდუქტს ეცნობა და შემდგომში ჩვენ ამას ვკითხულობთ და ვამაყობთ სტატიებით. ეს არის სამუშაო პროცესი, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ზარალის შესამცირებლად”, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.