რა ბიზნეს მოდელით განვითარდება „ენგურჰესზე“ ტურისტული ცენტრი, მაისში გახდება ცნობილი
საქართველოს ენერგტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, „ენგურჰესზე“ ტურისტული ცენტრის მოწყობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.
„ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გაზაფხულზე დასრულდება და მაისის ბოლოს გვეცოდინება ის ციფრები და ბიზნეს მოდელი, თუ როგორ უნდა იმუშაოს“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის: ცენტრის ფუნქციონირების დაწყება 2021 წელს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს გადასახედი მოედნების, საბაგირო გზის, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის, ღია საკონცერტო სივრცისა და კაშხალზე, მსოფლიოში არსებულთაგან, ყველაზე მაღალი ლიფტის მოწყობას. პროექტის განმახორციელებელია ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილი კომპანიაა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“.
შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა. ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებდა, რომ 2 თვეში მზად უნდა ყოფილიყო ეკონომიკური კვლევის დოკუმენტიც, რომელიც პროექტის რენტაბელურობას განსაზღვრავდა.