ბათუმში საბაგირო „არგოს“ სამუშაო საათები იცვლება. ახალი სამუშაო საათები 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და 11:00-დან 23:00 საათამდე განისაზღვრევა, შესაბამისად იმუშავებს რესტორანი „არგოც“.
უცვლელი რჩება საბაგიროთი სარგებლობის ტარიფები:
2 გზა უფროსებისთვის – 15 ლარი
5-დან 12 წლამდე ბავშვები – 5 ლარი
5 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო
20 ლარიანი ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში მგზავრები უფასოდ სარგებლობენ, გადახდილ 20 ლარს ანაღდებენ რესტორან „არგოში“.
შეგახსენებთ, რომ საბაგირო გზის სისტემა დააპროექტა და დაამზადა ავსტრიულმა კომპანიამ „დოპპელმაიერი“. გზის სიგრძე 2586 მეტრია, მასზე მუდმივად იმოძრავებს 8 ადგილიანი 9 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები) 5 მ/წმ. სიჩქარით. ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, ერთი საათის განმავლობაში კი საბაგირო მოემსახურება 245 ადამიანს.
გასართობი ცენტრისა და საბაგირო გზის სადგურების არქიტექტურული მხარე დამუშავებულია ლონდონში კომპანია RTKL-ის მიერ. კულტურულ გასართობი ცენტრი „არგო“ სანახაობრივი კომპლექსია ბათუმში, ანურიის მთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 250მ სიმაღლეზე. გასართობი კომპლექსი ქალაქის სტუმრებსა და ადგილობრივებს აძლევს ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების უნიკალური ხედებით დატკბობის შესაძლებლობას. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.
www.bpi.ge