ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა დატვირთვით მუშაობენ მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები?
07 მარტი, 2019

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში მესტიის აეროპორტი 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. 

რაც შეეხება ამბროლაურის აეროპორტს, 2019 წლის თებერვალში მისი მომსახურებით 35-მა მგზავრმა ისარგებლა და ამ პერიოდში, საერთო ჯამში, სულ 6 რეისი შესრულდა, რაც 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

საერთო ჯამში, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, 2 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 80% აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.