კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხაშურში, სოფელ ბრილის მცირე სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესრულებული სამუშაოების შედეგად მოეწყო ხის არაინვენტარული ხარაჩოები, დაიშალა სატრაპეზოს კედლების ორივე მხარე, კარიბჭისა და დასავლეთ კედლების ორივე მხარე დამრეც რელიეფზე.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ქვის კიბეები ადგილობრივი ფლეთილი ქვით, კიბეების ქვეშ ბეტონის ფილა, კარიბჭის კედლის წყობები კირის დუღაბზე. მოეწყო გადახურვის თბოიზოლაცია, მოეწყო მეორე სართულის იატაკი ფიცრებით და პლინტუსებით, ოთახების გამყოფი ხის საიზოლაციო შრეები, ხის კიბეებისა და მოაჯირები. დამზადდა კედლის შიდა და გარე კარების ბლოკი. მოხდა აღმოსავლეთის ფასადის კედლის გადაწყობა კირდუღაბზე, გამოითალა და მოეწყო თაღოვანი სარკმელების თავსართი. მოხდა ამოყვანა სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის გალავნის კედლის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. მოეწყო სახურავის ბურული ფერადი გლუვი ფურცლებით, ლორფინის იმიტაციით, მეორადი ქართული აგურის იატაკი კირის დუღაბზე ნაკერების მოლესვით. დამონტაჟდა ონკანი და ფაიფურის ხელსაბანი. მოეწყო გალავნის კედლის დამცავი კრამიტის ბურული. დამზადდა გალავნის კარიბჭის შესასვლელი კარი და გაილესა გამოქარული კედლები კირის დუღაბით.დამონტაჟდა ჩრდილოეთის მხარეს ტერასაზე გასასვლელი რკინის ცხაურა-კარების ბლოკი.
სამუშაოები კომპანია "ანდამატმა" შეასრულა.
www.travelingeorgia.ge