ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.
,,ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ადრე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამოსვლა. ახლა, გარდა იმისა, რომ ობიექტი ტურისტულად მიმზიდველი გახდა, განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს რეგიონს მოახდინოს შემოსავლების გენერირება“, - განაცხადა ინფრატსრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო, პროექტის ბიუჯეტი 1,7 მლნ ლარი შეადგინა.
www.travelingeorgia.ge