ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა გაკეთდება კოსტავას ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში
13 აგვისტო, 2018

საბურთალოს რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 3,5 მლნ ლარია, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.

პროექტი გულისხმობს მიროტაძის ქუჩის (კოსტავას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე), პეკინის გამზირის (მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე), კოსტავას ქუჩის (26 მაისის მოედნიდან) სააკაძის მოედნამდე, ჭაბუკიანის ქუჩის (სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირამდე) რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში ავტობუსებისთვის ორივე მხარეს სპეციალური ზოლი მოეწყობა, მოეწყობა ველობილიკიც, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება. „შემდეგში ვგეგმავთ, რომ ველობილიკი საბურთალოს რაიონში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დავაკავშიროთ და ერთიანი, დიდი წრე შეიკრას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. სამუშაოების ფარგლებში, 1,2 კმ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, საავტომობილო და ველოსიპედების სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, განათების ევროპული ტიპის ქსელი დამონტაჟდება.

ამასთან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.