საქართველოს საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მთავრობა დაფინანსებას ზრდის. მთავრობის განკარგულებით უკვე გამოიყო დამატებითი დაფინანსებაც.
მოეწყობა კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების და ზამთრის სეზონისთვის ზვავსაწინააღმდეგო დროებითი სისტემა, რისთვისაც 5 000 000 ლარი დაიხარჯება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ურეკის ძველ ბულვარს, ხოლო ახალი ბულვარის მოწყობისთვის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; რეაბილიტირდება დაბა ბაკურიანში ცენტრალური, წრიული საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდი მიტარბის საბაგირომდე მისასვლელ საავტომობილო გზას; მოხდება ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობის სამუშაოების ინტენსიფიკაცია, რისთვისაც ჯამურად დაახლოებით 20 მილიონი ლარია განსაზღვრული.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულება 12 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის შესახებ. საუბარია ახალქალაქის, ონის, ლაგოდეხის, ქარელის, მცხეთის, ხონის, ცაგერის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გზებზე, რომელთა რეაბილიტაციაზე 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.
www.travelingeorgia.ge