ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არჩილ გაჩეჩილაძე-რა გავლენა ექნება „ტურისტულ ემბარგოს“ ლარზე
26 ივნისი, 2019

„ლარზე გავლენა მინიმალური უნდა იყოს“, – ასე პასუხობს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ე.წ. „ტურისტულმა ემბარგომ“ და ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ეროვნული ვალუტის კურსზე.

„ლარზე გავლენა მინიმალური უნდა იყოს, ვინაიდან ჩვენი აზრით, დღეს ლარის კურსი უფრო სუსტია, ვიდრე საშუალო შეწონილი კურსით მოლოდინები გვაქვს და მეტს სისუსტეს არ ველოდებით“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის: „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის აზრით, ე.წ. „ტურისტულ ემბარგოს“ საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა ექნება, თუმცა ეს გავლენა იქნება 1%-დან 2%-მდე შემდეგი 12-დან 18 თვემდე ჭრილში.

„რაც თავისუფლად შეიძლება დაკომპენსირდეს სხვა დადებითი იმპულსებით, რომელიც მრავლად უნდა გაიცეს ეკონომიკის კუთხით. ამ კუთხითაც „საქართველოს ბანკიც“ დგამს ნაბიჯებს – გუშინ დავაანონსეთ პროგრამა, სადაც სხვადასხვა წამახალისებელი კამპანიებით ტურისტული სექტორის ხელშეწყობა გაკეთდება“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.