ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა გეგმები აქვს მთავრობას 2023 წელს გზების მშენებლობის კუთხით?
05 ოქტომბერი, 2022

რას გეგმავს მთავრობა მომავალ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით? როგორც დოკუმენტში „სამთავრობო პროგრამა 2021 − 2024“-შია აღნიშნული, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის ათვისებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება.

შესაბამისად 2024 წლამდე სახელმწიფო გეგმავს:

• დამატებით აშენდება 200 კილომეტრამდე ავტობანი, 200-მდე ხიდი და 70-მდე გვირაბი. შედეგად, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას დაახლოებით 3.5 საათი დასჭირდება, ხოლო მგზავრობის დრო წითელი ხიდიდან სარფის საზღვრამდე ნაცვლად 8 საათისა, გახდება 4-4.5 საათი.

• აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე დასრულდება რიკოთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთების მშენებლობა.

• გაგრძელდება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, 2024 წლისთვის დასრულდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთის, მათ შორის, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის 27 კმ-იანი ჩქაროსნული გზა. დაიწყება ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით.

• გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთისა და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა.

• დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხისა და სხვა მნიშვნელოვანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთების მშენებლობა.

• განხორციელდება 1500 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია და 200-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მუხლში „საავტომობილო გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვა“ გათვალისწინებულია 652,500.0 ათასი ლარი, საიდანაც 599,800.0 ათასი ლარი იქნება საბიუჯეტო სახსრები, ხოლო 52,700.0 ათასი ლარი კრედიტები.

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალოგიურ მუხლში 2022 წლისთვის სულ 657,100.0 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. 

იმავდროულად 2023 წლის ბიუჯეტში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისათვის გამოყოფილი იქნება 1,231,500.0 ათასი ლარი, 2022 წელს კი 1,187,000.0

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.