ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა გეგმები აქვს სახელმწიფოს თელავის აეროდრომთან დაკავშირებით?
22 აპრილი, 2019

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “მიმდინარეობს მუშაობა, რათა თელავთან არსებული საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა, არა მხოლოდ – სასწავლო, არამედ შიდა სამოქალაქო ფრენებსაც მოემსახუროს”

როგორც მან bm.ge-თან განაცხადა,  ამ ეტაპზე პროექტი განხილვის პროცესშია.

მისი თქმით, აეროდრომი მომავალში  შიდა ფრენებს ბათუმის, მესტიის და ქუთაისის მიმართულებით განახორციელებს.

“ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფოსთან, გვაქვს გარკვეული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ვიცოდეთ შიდა ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ გააუმჯობესებას რა თანხები სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ შიდა ფრენები სახელმწიფო დოტაციით ხორციელდება და რა თქმა უნდა, სუბსიდირება გავრცელდება თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ აეროპორტიდან შესრულებულ ფრენებზე.

ფრენების მიმართულება შეიძლება იყოს ბათუმი, მესტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოთხოვნადი იქნება ავიარესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით; თვითონ ადგილობრივებს, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ მოთხოვნა ამ მიმართულებებთან დაკავშირებით. ასევე ტურისტული კომპანიები აქტიურად ითხოვენ ჩარტერული რეისების განხორციელებას, თავიანთი ბიზნესებიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებითაც გააჩნია სახელმწიფოს გარკვეული გეგმები. ახლა მიმდინარეობს პროექტის შეკვრა.

ჩვენ გვირჩევნია, რომ აეროდრომი იყოს დატვირთული კერძო ინვესტიციებით და სახელმწიფოს ჩართულობა იყოს მხოლოდ შიდა ფრენების სუბსიდირების კუთხით“, – აცხადებს bm.ge-თან კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.