ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ღირს OneRepublic-ის კონცერტის ბილეთები, რომელიც საქართველოში მაისში გაიმართება
31 იანვარი, 2022

მიმდინარე წელს საქართველოში, Black Sea Arena-ზე 2-წლიანი პაუზის შემდეგ OneRepublic-ის კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თვითონ არენა ავრცელებს.

მათი ცნობით, ამერიკული პოპ-როკ ბენდის OneRepublic-ის კონცერტი 28 მაისს გაიმართება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონცერტი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ “მწვანე პასპორტის” მქონე მსმენელებს შეეძლებათ.

რაც შეეხება ბილეთებს, საფასური 80, 100, 120, 170 და 300 ლარი ღირს.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"

 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.