საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი თებერვლის მონაცემებით, 86 ლარია.
შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრების ფასებს.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებშა.
კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების, ფასების დონემ 2018 წლის თებერვალში იანვართან შედარებით, უმნიშვნელოდ დაახლოებით 1%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად რაჭაში შემცირდა.
კვლევის მიხედვით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა თებერვალში 136 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის - 198 ლარი, 5 ვარსკვლავიანში კი 363 ლარი.
www.travelingeorgia.ge