მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა და არც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შესაშური, ქართულ სასტუმროების სერვისი არ გაიაფებულა.
PMCG კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ივნისში სასტუმროების მომსახურება მაისთან შედარებით საშუალოდ 6.4%-ით (მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მომსახურება გაძვირდა 8.6%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების 1.7%-ით) გაძვირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ ფასებს 1.5%-ით ჩამორჩება.
ცენტრის დეტალური მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისამ - 243 ლარი შეადგინა. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო
ფასი ივნისში 81 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ფასებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 496 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში,
სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 739 ლარი შეადგინა, თბილისში - 644 ლარი, კახეთში - 470 ლარი, აჭარაში - 457 ლარი.
2021 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, საოჯახო ტიპის სასტუმროების 2.8%-ით შემცირდა.
business-partner.ge