რა ღირს სასტუმროების მომსახურება საქართველოში - ყველაზე ძვირიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია
საქართველოში სასტუმროების მომსახურება ძვირდება. მარტში თებერვალთან შედარებით სასტუმრო ნომრების ღირებულება საშუალოდ 6,4%-ით გაიზარდა.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2018 წლის მარტში, საქართველოს მასშტაბით 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 132 ლარი შეადგინა. ამ კატეგორიის სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 32%-ით მაღალი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 230 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (საშუალოზე 19%-ით მაღალი).
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, რეგიონებს შორის, როგორც 3-ვარსკვლავიან, ასევე 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა ყველაზე მაღალი საშუალო ფასები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა 2018 წლის მარტში 378 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 580 ლარი შეადგინა, კახეთში - 416 ლარი, აჭარაში - 255 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 349 ლარი.
www.travelingeorgia.ge