საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი იანვრის მონაცემებით, 2-ოთახიან ნომრებზე საშუალოდ 74 ლარია.
შესაბამისად, ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებს.
საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ფიქსირდება.
კვლევის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების, ფასების დონემ 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელოდ 3.3%-ით მოიმატა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიზარდა.
კვლევის მიხედვით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 124 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 223 ლარი, 5 ვარსკვლავიანში კი 373 ლარი.
www.travelingeorgia.ge