საქართველოში სასტუმროების მომსახურების ფასები ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად ძვირდება. Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) კვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის ივლისში ივნისთან შედარებით სასტუმროეების ფასების ინდექსი 2,7%-ით გაიზარდა.
საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა.
3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთსა (180 ლარი) და აჭარაში (156 ლარი) იყო. ივლისში ამ რეგიონებში 3* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ივლისში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი - 89 ლარი და იმერეთი - 110 ლარი.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 254 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები ამ შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთსა (297 ლარი) და კახეთში (289 ლარი) აღმოჩნდა. სამცხე-ჯავახეთის და კახეთის 4* სასტუმროების საშუალო ფასმა ასევე ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ივლისში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 155 ლარი და იმერეთი - 219 ლარი.
5 ვარსკვლავიანი სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი ივლისში 518 ლარით განისაზღვრა, სამცხე-ჯავახეთში - 443 ლარი, აჭარაში - 432 ლარი, კახეთში - 408 ლარი. კვლევის მიხედვით, 5* სასტუმროების საშუალო ფასმა, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. თბილისში ბოლო ათი თვის განმავლობაში, 5* სასტუმროს ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო კახეთში - ივნისში.
სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში - 10.1%-ით და სამცხე-ჯავახეთში - 5.9%-ით გაიზარდა. აჭარაში სასტუმროების ფასების ზრდა, ძირითადად, ქობულეთის (13%) და ბათუმის (10%) სასტუმროების ფასების ზრდამ განაპირობა. სამცხე-ჯავახეთის სასტუმროების ფასების ზრდა ძირითადად განაპირობა ბორჯომის სასტუმროების ფასების ზრდამ (18.3%), აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში სასტუმროების ფასები შემცირდა (-2.5%). საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ თბილისში შემცირდა - 1.2%-ით.
www.travelingeorgia.ge