ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ღირს ვარსკვლავიანი სასტუმროების მომსახურება საქართველოში
18 ივნისი, 2018

საქართველოში ხშირად სასტუმროების მომსახურების სიძვრეზე მიათითებენ.

Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) კვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა.

3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისშია და 157 ლარი ღის (საშუალოზე 15%-ით მაღალი).

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისშია - 261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი).

 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 399 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 610 ლარი შეადგინა, კახეთში - 358 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 354 ლარი, ხოლო აჭარაში - 269 ლარი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.