2018 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი შეადგინა, - მონაცემებს საკონსულტაციო კომპანია PMCG ავრცელებს.
ამ ტიპის სასტუმროებში ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია, საშუალოზე 20%-ით მაღალი.
PMCG-ის მონაცემებით, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა აპრილში 234 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში თბილისში დაფიქსირდა (საშუალოზე 16%-ით მაღალი).
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 394 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 615 ლარი შეადგინა, კახეთში - 357 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 304 ლარი, ხოლო აჭარაში - 291 ლარი.
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა. მარტის მსგავსად, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა თბილისში და აჭარაში, ხოლო ყველაზე მეტად შემცირდა მცხეთა-მთიანეთში.
www.travelingeorgia.ge