ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გერმანიის განვითარების ბანკის რეკომენდაციით ციხისძირი პრიორიტეტულ დასასვენებელ ცენტრის სიაში მოხვდა
16 ივლისი, 2019

ქობულეთის საკრებულომ უკვე ორი თვეა  დაასრულა მუშობაციხისძირი განაშენიანების გეგმაზე, რომლის მთავარი მიმართულება სამედიცინო ტურიზმი იქნება. 

როგორც  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ  თორნიკე რიჟვაძემ “კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა,გეგმები საკამოდ დიდი და მასშტაბურია.

 თორნიკე რიჟვაძის თქმით, მთლიანი რეგიონი დაყოფილია დასვენებისთვის აქტიურ და პასიურ ზონებად. ამ უკანაკსნელში იგულისხმება მშვიდი, კომფორტული, ჯანსაღი და მწვანე გარემო. იქ, სადაც პასიური ზონაა, სამეიდიცნო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებიც მაღალია:

„რაც იგულისხმება პასიურ დასვენებაში და თან სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, ციხისძირი გახლავთ ერთ-ერთი კარგი მაგალითი. აქ გარემო სრულიად შესაბამისია – სიწყნარე და ჯანსაღი ჰაერი. ამიტომ ქობულეთის საკრებულომ უკვე ორი თვეა რაც დაასრულა განაშენიანების გეგმაზე მუშაობა და დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა 3 ტიპის ლოკაცია: ვილები, მცირე ზომის სასტუმროები და დიდი ზომის სასტუმროები. ესე იგი, გამოიყოფა სპეციალური ადგილები შესაბამისი ობიექტების ასაშენებლად. აღსანიშნავია, რომ ქონების მართვის სააგენტომ დაყო ეს მიწის ნაკვეთები და მალე ამ სივრცეებზე აუქციონსაც გამოვაცხადებთ. მოკლედ ციხისძირთად დაკავშირებით კარგი გეგმებია“.

                            

როგორც მინისტრის მოადგილემ ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ციხისძირი პრიორიტეტული აღმოჩნდა გერმანიის განვითარების ბანკისთვისაც, რომელმაც მთელ აჭარის რეგიონში წყალარინების სისტემის მოწერიგებისთვის 50 მლნ. ევროს ინვესტიცია განახორციელა:

„გერმანული მხარე მთლიანად რეგიონში აწერიგებს წყალარინების სისტემას, მაგრამ მოგვცეს მითითება, რომ ციხისძირი ყოფილიყო პრიორიტეტულ დასასვენებელ ცენტრის სიაში მოხვდა  სიაში, რადგან ძალიან კარგი და პერსპექტიული ლოკაციაა“.

რაც შეეხება სპორტული ტურიზმის განვითარებას, აჭარის რეგიონში ამ მიმართულებითაც სიახლეა. თორნიკე რიჟვაძე იმ დაგეგმილ და უკვე განხორიელებულ პროექტებზე გვიამბობს, რომელიც სექტორს განსაკუთრებით პოპულარულს გახდის:

„ჩვენ ერთ-ერთ გერმანულ კომანიასთან მოვაწერეთ ხელი და ხელშეკრულების ფარგლებში ის ჩაატარებს კვლევას სპროტული ტურიზმის განსაზვრის მიზნით. იგეგმა კონკრეტულად სამი ლოკაციის – ბათუმი, ქობულეთი და გომარდულის შესწავლა. ამ მიმართულებითაც საკმაოდ კარგი გეგმები გვაქვს“.

კითხვაზ – სპორტული ტურიზმის კუთხით რატომ შეირჩა კონკრეტულად სამი ლოკაცია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს:

„მოგეხსენებათ, სპროტული ტურიზმი არ ნიშნავს მხოლოდ ვარჯიშს და აქტიურ სამუშაოებს. აქ იგულისხმება მოსამზადებელი ეტაპიც და რეაბილიტაცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის. ამიტომ, გომარდულზე განისაზღვრა სამწვრთნელო, მოსამზადებელი ეტაპისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მიზეზი გახლავთ არსებული გარემო. რაც შეეხება ქობულეთს, იქ არსებული ფიჭვნარი მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ჰაერში ჟანგბადის ზრდას და სპორტსმენის რეაბილიტაციისთვის კარგი პირობებია. და ბოლოს, ბათუმი, სადაც უკვე დაწყებულია სპორტული ინვენტარის კეთილმოწყობა – სტადიონი, ყინულის მოედანი და ა.შ.“

სამივე ლოკაციის შესწავლა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დასრულდება და საბოლოოდ გადაწყდება აჭარის რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებიც, თუმცა წინასწარი შეფასებით პროექტი რეალურია და მოლოდინებიც დადებითი.

„ჩვენ სულ ამ თემაზე ვმუშაობთ. შევისწვალეთ ყველაფერი, ამიტომ გვაქვს დადებითი მოლოდინები და ვფიქრობთ, პროექტის განხორიცოლებას ხელს არაფერი შეუშლის.  მაგალითად, ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 300 მლნ. ლარი“,- განმარტავს თორნიკე რიჟვაძე.

               

შეგახსენებთ, სპორტული და სამედიცინო ტურიზმის პოპულარობა მსოფლიო სტატისტიკაში სულ უფრო მზარდი ტენდენციის ხასიათდება. რიგი ქვეყნებისთვის სექტორიდან მიღებული შემოსავლები ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი პლათტფორმაა.

მაგალითად, მსოფლიოში 50-ზე მეტ  ქვეყანაში  სამედიცინო მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტია. მათ შორის, ამ კუთხით მსოფლიო ბაზრის 65% უჭირავს ხუთ ქვეყანას – ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი და ავსტრია.  სამედიცინო ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით კი ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: ინდოეთი, უნგრეთი, მექსიკა, სინგაპური, ტაილანდი, ბარბადოსი, ბრაზილია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, თურქეთი.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ტურიზმის  განვითარებას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ განვითარებულ ქვეყნებში გაიზარდა სამედიცინო მომსახურების ფასები. პაციენტები ცდილობენ იმ ქვეყნებში ჩაიტარონ სამედიცინო მომსახურება, სადაც იგი გაცილებით იაფია, ამიტომ სქართველო ამ კუთხითაც პერსპექტიულია.

სპორტული ტურიზმის კუთხის კი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპა – ბარსელონა, მადრიდი, ინგლისი, საფრანგეთი…

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.