ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
ქუჩების და ტროტუარების, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და საპარკინგე სივრცეების მშენებლობა, ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება და მშენებლობა, მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მოწყობა - ეს ბაკურიანში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების არასრული ჩამონათვალია.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტები საბიუჯეტო თანხებით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამუშაოს დიდი ნაწილი ზამთრის სეზონის დადგომამდე უნდა მოესწროს.
„ბაკურიანში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ადგილზე დეტალურად გავიაროთ ყველა საკითხი და დავგეგმოთ სამუშაო პროცესი, რომელიც ახლავე უნდა დავიწყოთ, რათა ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. არის პრობლემური პროექტები, მაგალითად - წყალმომარაგების ქსელი, სადაც კონტრაქტორმა მიატოვა სამუშაო და ეს საკითხი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დროულად უნდა მოვაგვაროთ. ყოველწლიურად, ტურისტების მატებასთან ერთად, ჩვენთვის გამოწვევაა შესაბამისი ინფრასტრუქტურის ისე გამართვა, რომ დამსვენებლებს წესრიგი და კომფორტული გარემო დახვდეთ“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
www.travelingeorgia.ge