ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა კომენტარს აკეთებს გიორგი სიგუა ტურიზმის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით
17 აგვისტო, 2017

GEM FEST 2017-ის ორგანიზატორის, გიორგი სიგუას შეფასებით, ფესტივალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია. 

მისივე თქმით, GEM FEST 2017-ს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ”ერთი თეთრი არ მიუღია”.

”ერთი თეთრი არ მიგვიღია GEM FEST 2017-ის ფარგლებში. რამდენიმე არტისტს გადაუხადა სახელმწიფომ ფული ფესტივალზე გამოსასვლელად. ტურიზმის დეპარტამენტი არაფერ შუაშია. ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება”, - განაცხადა სიგუამ ტელეკომპანია ”იმედთან” საუბარში. 

მისივე თქმით, იგი საქართველოში ორ დღეში დაბრუნდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა აღნიშნული ოფოციალურად ჯერ არ დასტურდება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი ინიშნება

ეკონომიკის სამინისტრო გიორგი ჩოგოვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გიორგი ჩოგოვაძე: არავითარი შიდა დაპირისპირება არ ყოფილა

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.