ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რა კურორტის განვითარებაზე საუბარი, შუა სეზონზე საათებს რომ რიგში გაატარებ, ან საბაგიროს სკამზე დაკიდებული“ - ლევან ყარალაშვილი
29 იანვარი, 2024

გუდაურში მიმდინარე სეზონსა და იქ არსებულ ინფრასტრუქტურულ ვითარებაზე „მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელი და „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კურორტზე არსებულმა მდგომარეობამ  მას 90-ანები გაახსენა.

ლევან ყარალაშვილის შეფასებას სრულად გთავაზობთ:

„ობიექტურად - „რა ხდება გუდაურში?" ბევრი იწერება კურორტზე არსებულ ფასებზე, ინფრასტრუქტურაზე, კვებასა და გართობაზე... მოდი მთავრით დავიწყებ:

  • ნორმალურად არ მუშაობს საბაგიროები - მიზეზი: დენი არაა!!! 90-იანი წლებიდან ვსრიალებ აქ და გამახსენდა ბნელი წლები. მაგალითად, დღეს დილის 10:00-დან... უკვე შუადღეა და საბაგიროები დგას.
  • საბაგიროს დღიური აბონემენტის ფასი წლების უკან 30 ლარიდან - 70 ლარამდეა გაზრდილი, რაც ახალი ლიფტების დამატების ფონზე მესმის მაგრამ... იყიდე მაგრამ ვერ სრიალებ.
  • ახალი გუდაური თუ ძველი „მარკო პოლო“ - პარკინგებზე მძიმე მდგომარეობაა, ხოლო იმათთვის ვისაც მანქანა არ ჰყავს, ან გაჩერება უნდა, უბრალოდ არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ გადაადგილდე, არც ქვეითებისთვის დატოვებული ბილიკები.

პირველ რიგში, ხალხი აქ სასრიალოდ ჩამოდის! იხდის ძვირს სასტუმროებში, კვებაზე, მაგრამ ვერ სრიალებს... რა კურორტის განვითარებაზე და ტურისტების მოზიდვაზეა საუბარი, შუა სეზონზე საათებს რომ რიგში გაატარებ, ან საბაგიროს სკამზე დაკიდებული!

ერთი სახელმწიფო უწყების გადასაწყვეტი ეს, რა თქმა უნდა, არაა, მაგრამ იქნებ ოდნავ მეტი მოინდომოთ!",- წერს ლევან ყარალაშვილი.

commersan.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.