საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შიდა ტურიზმის 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს.
15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – 566 700 ადამიანი საქართველოს შიგნით მეგობრების ან ნათესავების მოსანახულებლად გაემგზავრა;
მეორე ადგილს შოპინგი იკავებს – გასულ წელს ქვეყნის შიგნით შოპინგის მიზნით 145 100 ადამიანი გადაადგილდებოდა. მესამე ადგილს მკურნალობა და გაჯანსაღება იკავებს, შემდეგ მოდის დასვენება, გართობა, რეკრეაცია, ხუთეულს კი, მეორე სახლის მონახულება (აგარაკი და სხვა) ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად თბილისია დასახელებული, შემდეგ მოდის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, აჭარა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და ა.შ.
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 144.8 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.