ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას
26 აგვისტო, 2019

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის თანადაფინანსების მექანიზმი 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მექანიზმს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განახორციელებს.

კერძოდ, სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80%-ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას – უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

“თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სწორედ აღნიშნულ პროექტს ეკონომიკის მინისტრი დღეს ქობულეთში, მცირე და საშუალო სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლებს აცნობს.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.