ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ჩინელებისთვის საქართველოში სტუმრობა?
01 ივლისი, 2019

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ საქართველოში 8 ივლისიდან პირდაპირი ფრენები შეწყდეს, ქართული ტურისტული ინდუსტრია მსჯელობს, როგორ შეიძლება შემაციროს ის დანაკარგი, რაც ეკონომიკას რუსი ტურისტების დაკარგვის შემდეგ ექნება.

ერთ-ერთ გამოსავლად ჩინეთში ფრენების დაფინანსება განიხლება, რომელიც ქვეყანაში მეტ ტურისტს შემოიყვანს.

კომპანია “Inn Group”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პაატა კოკაია ამბობს, რომ შარშან ჩინელი ტურისტების მიერ მსოფლიოში დახარჯულმა თანხებმა 300 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ დახარჯულ თანხებზე მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ რუსი ტურისტების ჩასანაცვლებად ინდუსტრიის ნაწილი ჩინელ ტურისტებს განიხილავს.

თუმცა, ტურისტული კომპანია “ტრაფიკ ტრეველის” მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე bm.ge-სთან იმ სირთულეებზე საუბრობს, რომლებიც ჩინელ ტურისტებთან ურთიერთობისას ექმნებათ.

“პირველ რიგში ეს არის ენის ცოდნა. ჩინელებმა ინგლისური იშვიათად იციან, რაც ქმნის ავტომატურად პრობლემას კვალიფიციური გიდის და მძღოლის მოძებნის კუთხით. ამას დავამატოთ ისიც, რომ კვების საკითხი სპეციფიურია. აზიიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ჩვენი საკვები საკმაოდ მძიმეა”,- აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

მისივე თქმით, აზიური საკვების შეთავაზება თბილისსა და ბათუმში ხდება, თუმცა, საქართველოს სხვა ქალაქებში, ეს სერიოზული პრობლემაა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.