ბათუმის ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. უკვე გადაწყვეტილია, რომ მარტიდან დაიწყება ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელსაც ფონდ „ქართუ“ აფინანსებს.
ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს ბოტანიკურ ბაღის განვითარების გეგმები ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ გააცნო.
უკვე დაიწყო მზადება სამი სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით; ბაღის ტერიტორიაზე ვიდეოკამერები და უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება; მიმდინარეობს ბაღის ტერიტორიაზე ლაბორატორიული კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და წელს დასრულდა; სრულდება ბოტანიკური ბაღის ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზეა გათვლილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ ავტოსადგომი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად გადაეცემა; იგეგმება 2 ელექტრომობილის შეძენა. გასული წლის დეკემბერში და მიმდინარე წელს უკვე შესყიდულია 4 ელექტრომობილი.
დაიწყო უსახური, ამორტიზებული, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.
www.travelingeorgia.ge