ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა რაოდენობის ღვინო გადის საქართველოდან რუსეთში
25 ივნისი, 2019

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში 21 372 581 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სააგენტოს ცნობით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული და ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 87 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

2019 წლის იანვარ-მაისის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: (ბოთლი)

რუსეთი – 21 372 581

უკრაინა – 3 080 562

ჩინეთი 2 972 733

პოლონეთი – 1 540 182

ყაზახეთი 1 223 256

რაც შეეხება 2018 წლის სრულ მონაცემებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შარშან საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. სააგენტოს ინფორმაციით, ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13 პროცენტს მიაღწია, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 203 მლნ აშშ დოლარია, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის ექსპორტიორი ქვეყნების ათეული: (ბოთლი)

რუსეთი – 53 682 627

უკრაინა – 10 687 835

ჩინეთი – 6 951 019

ყაზახეთი – 3 599 143

პოლონეთი – 3 508 122

ლატვია – 1 711 078

ბელორუსი – 1 606 002

ესტონეთი – 581 190

ლიეტუვა – 488 154

გერმანია – 483 791

როგორც ცნობილია, „როსპოტრებნადზორი“ ქართულ ღვინოზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო ალკოჰოლური პროდუქციის იმპორტის მოცულობა საქართველოდან სამჯერ გაიზარდა. „როსპოტრებნადზორმა“ გაამკაცრა ქართული ღვინის კონტროლი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. უწყებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ 2018 წელს ჯამში საქართველოდან არ დაუშვეს 203 ათასი ლიტრი ღვინო, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა. მათ შორის არიან: შპს “ბაგრატიონი -1882”, შპს “ბოლერო და კომპანია”, შპს “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “ბადაგონი”, შპს “ქართული ღვინის სახლი”; “კორპორაცია ქართული ღვინო”, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია” და შპს” ბატონო “.

„როსპოტრებნადზორმა“ ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე განაცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის იმ განკარგულების შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების შეჩერებას გულისხმობს.

BPN.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.