რა სახის მომსახურებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრები.
ავიაბილეთის დაჯავშნისას, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ავიაკომპანიას ან ტურისტულ სააგენტოს, რომ გესაჭიროებათ დახმარება აეროპორტში.
ავიაკომპანია ან ტურისტული სააგენტო, რომელმაც დაგიჯავშნათ ავიაბილეთი მიაწოდებს საჭირო ინფორმაციას აეროპორტის შესაბამის სამსახურს. მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს რეისის გაფრენამდე სულ მცირე 48 საათით ადრე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრთათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე გათვალისწინებულია შემდეგი სახის მომსახურება:
-
სარეგისტრაციო / საინფორმაციო დახლი.
-
წვდომა საზოგადოებრივ ობიექტებთან.
-
დახმარება გაფრენის დარბაზში.
-
დახმარება რეგისტრაციის და უსაფრთხოების შემოწმების დროს.
-
დახმარება ბარგის აღებისას.
-
დახმარება თვითმფრინავში ჩასხდომის და თვითმფრინავის ჩამოსვლის დროს.
-
დახმარება საბაჟო და საიმიგრაციო პროცედურების გავლისას.
-
სველი წერტილები, კაფეტერიები, მაღაზიები მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებზე.
წყარო: Kutaisi International Airport