რა შემოსავალი მიიღო „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 2017 წელს აეროპორტებისგან?
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ 2017 წელს აეროპორტებისგან 41,925,351 ლარის შემოსავალი მიიღო.
ამის შესახებ 2017 წლის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შემოსავლების ძირითადი წყაროა საავიაციო შემოსავლები, რომელსაც გამოიმუშავებს მგზავრთა და საჰაერო ხომალდის საავიაციო უსაფრთხოებისთვის გაწეული მომსახურებით. აგრეთვე შპს „ტავ ურბან საქართველოსთან“ და შპს „ბათუმის აეროპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული შემოსავლებიდან.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლები აეროპორტების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 32,994,966 ლარი;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – 4,515,449 ლარი;
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – 4,346,611 ლარი;
მესტიის ადგილობრივი აეროპორტი – 52,920 ლარი;
ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტი – 15,405;
ცნობისთვის: “აეროპორტების გაერთიანება” 2010 წლის 1 ნოემბერს ნოემბერს დაფუძნდა.