რა სიახლეებს სთავაზობს სტუმრებს განახლებული „ტიფლისი პალასი“ და „ტიფლისი ვერანდა“
“ტიფლისი პალასი” და „ტიფლისი ვერანდა“ ზაფხულის სეზონს განახლებული შეხვდა. 3 თვიანი სარემონტო სამუშაოების შედეგად განახლდა, როგორც სასტუმრო, აგრეთვე რესტორანი „ტიფლისი ვერანდა“, ტურისტულ სეზონზე კი უფრო დახვეწილი და მყუდრო გარემოთი დაუბრუნდა მომხმარებლებს.
სასტუმროში განახლებული ინტერიერია, მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი, რომელიც მდიდრული სტილით გამორჩევა.
განახლების შედეგად დაიხვეწა და შეიცვალა ოთახების დიზაინი, გახდა მეტად მყუდრო და სტუმრების კომფორტზე ორიენტირებული. განახლებული „ტიფლისი პალასი“ სტუმრებს 43 ნომერს სთავაზობს.
ოთახების დიაზინის შეცვლასთან ერთად, ყველა ოთახში შევიდა ახალი და მნიშვნელოვანი დეკორაცია - ქართული ანბანის ასოები, რაც უცხოელი სტუმრებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინოებაა, იმისა რომ საქართველოს უძველესი და უნიკალური დამწერლობის ქვეყანაა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ტიფლისი პალასი“ მაქსიმალურად მორგებულია სტუმრების საჭიროებებზე და მოთხოვნებზე, სწორედ ამას უსვამს ხაზს ისიც, რომ სასტუმროში უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული ლეიბებია. და რაც მთავარია, აქ ყველა სტუმარს შეუძლია იხილოს ბალიშების „მენიუ“ და აარჩიოს მისთვის სასურველი და კომფორტული ბალიში.
რაც შეეგება რესტორან „ტიფლისი ვერანდას“, აქ როგორც ინტერიერში ასევე მენიუშიც უამრავი სიახლეა. თუ გსურთ, რომ შთაბეჭდილება მოახდინოთ საყვარელ ადამიანზე, ან უცხოელ სტუმრებზე მაშინ აუცილებლად უნდა დაპატიჟოთ ამ რესტორანში.
„ტიფლის ვერანდაზე“ თქვენთვის ნებისმიერი ქვეყნის გემოს შექმნიან, თურქეთიდან სპეციალურად მოწვეული შეფ-მზარეული და კონდიტერი . ისინი კერძებსა და დესერტებს, განსაკუთრებული და გამორჩეული რეცეპტებით მოგიმზადებენ და თავიანთი შემოქმედებით ყველა სტუმარზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოაახდენენ.
მსგავს კერძებსა და დესერტებს სხვაგან ვერსად შეხვდებით, რადგან აქ განსაკუთრებული სიყვარულით და თქვენი გემოვნებით ამზადებენ თითოეულ დეტალს.
„ტიფლის ვერანდის“ განახლებული ინტერიერის მცირე დეტალებში წარმოდგენილია თბილისის ისტორია და მისი სომბოლოები, რაც განსაკუთრებით საინტერესოა უცხოელი სტუმრებისთვის. მაგალითად, რესტორნის შემოსასვლელს ამშვენებს, ქართველი მხატვრის მიერ, სპეციალურად „ტიფლის ვერანდასთვის“, ძველი თბილისი თემაზე შექმნილი, მოხატული პანოები.
ასევე, ქართველი ილუსტრატორის მიერ შექმნილი, ვახტანგ გორგასლის ნადირობის სცენის ამსახველი ილუსტრაცია, რომელსაც ერთვის, ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის ისტორიულ წარსულსა და უძველეს კულტურას.
ხოლო, ტიფლის ვერანდას ტერასაზე იხილავთ ახალ, დეკორატიულ ჩარჩოებს, რომლებშიც განთავსებულია იმ ისტორიული ძეგლების ფოტოები, რომლებიც განლაგებულია რესტორნის გარშემო. ფოტოებს თან ახლავს, შესაბამისი ძეგლის მოკლე აღწერა და ისტორია. ტიფლის ვერანდაზე სტუმრობით, იღებთ დაუვიწყარ პანორამულ ექსკურსიას, ხოლო ამ სიახლთ სტუმარი, არა მხოლოდ ათვალიერებს ულამაზეს ძველ თბილისს, არამედ იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ყველა ისტორიული ძეგლის და ზოგადად ქალაქის შესახებ.
ასე რომ, თუ გსურთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედებითა და კულინარიული შედევრებით აუცილებლად უნდა ეწვიოთ “ტიფლის ვერანდას“, მითუმეტეს, რომ აქ ცხელი ზაფხულის დღეებს, ადგილზე დამზადებული მრავალფეროვანი ლიმონათებით, მილქშეიკებითა და ცივი ყავის უამრავი სახეობით, გაგიგრილებენ.
ხოლო თუ თქვენს სტუმარს ან უცხოელ პარტნიორს სურს კომფორტულ და მყუდრო სასტუმროში დაბინავება, მაშინ თქვენ შეგიძლიათ „ტიფლისი პალასი“ ურჩიოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ მას პერსონალი იდეალურ გარემოს შეუქმნის.
www.travelingeorgia.ge