სასტუმრო
"ბანგურიანი" მდებარეობს მესტიის ცენტრში. იგი გარშემორტყმულია უძველესი სვანური კოშკებით, ციხესიმაგრეებით და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.
სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს უძველესი მართლმადიდებლური ეკლესია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმი.
სასტუმროს თითოეული ნომრიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი, ულამაზესი პეიზაჟები, შუასაუკუნეების ქვით ნაშენი კოშკები და მთა „ბანგურიანი“ რომლის სახელსაც სასტუმრო ატარებს. რას ნიშნავს სახელი "ბანგურიანი არის მთა კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების მესტიაჭალისა და ტვიბერის წყალგამყოფზე, მესტიის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 3838 მ. ხასიათდება თანამედროვე გამყინვარებით, რელიეფის გლაციალური ფორმებით.
გვიამბეთ მოკლედ თქვენი სასტუმროს შესახებ.
- სასტუმრო „ბანგურიანი““ არის კოტეჯური ტიპის სასტუმრო და თითოეული ნომრიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი, ულამაზესი პეიზაჟები, შუა საუკუნეების ქვით ნაშენი კოშკები და მთა „ბანგურიანი“ რომლის სახელსაც სასტუმრო ატარებს.
გარდა განთავსებისა, კიდევ რას სთავაზობთ თქვენს მომხარებლებს?
- გარდა განთავსების საშუალებისა, სასტურმო სთავაზობს მომხმარებლებს ტურისტულ მომსახურეობასაც, როგორც ჯიპ ტურებს, ასევე ცხენებით გასეირნებას.
რა სიახლით ხვდება სასტუმრო ბანგურიანში ზამთრის ტურისტულ სეზონს?
- რაც შეეხება სიახლეს, ზამთრის სეზონს ვხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურით. სასტურმოში გაიხსნა რესტორანი, რომელსაც ყველა მხრიდან აქვს ხედი და რომლის ანალოგიც სვანეთში არ არის.
რესტორანი გთავაზობთ არაჩვეულებრივ ქართულ და ევროპულ კერძებს, საუკეთესო ღვინოებს. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დააგემოვნოთ ევროპული და კავკასიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, ასევე შეიგრძნოთ ქართული სტუმართმოყვარეობის ხიბლი.
სასტუმროში ასევე წარმოდგენლია გასართობი ოთახი, სადაც ჩვენს მომხარებელს ვთავაზობთ ტენისის მაგიდას, ბილიარდს და ხელის ფეხბურთს.
როგორ შეაფასებდით ზაფხულის ტურისტულ სეზონს?
უკვე მესამე წარმატებული ზაფხულის სეზონი სრულდება და ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის. სასტუმრომ უამრავ უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
სასტუმრო
"ბანგურიანი" გთავაზობთ ულამაზეს პეიზაჟებს, არაჩვეულებრივი ხედებს, იდეალურ სიმშვიდეს.
სრულ კომფორტს გიქმნით თავაზიანი, სტუმართმოყვარე და კვალიფიცირებული პერსონალი.