ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა სირთულეებს გადააწყდა სასტუმრო ნომრების აღჭურვის პროცესში ინვესტორი?
15 სექტემბერი, 2022

ბათუმში საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ყოფილ შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის ქუჩა N25 მდებარეობს, სასტუმრო Indigo სტუმრებს მომავალი გაზაფხულიდან მიიღებს.

როგორც სასტუმროს მფლობელი, კომპანია „სტარ კაპიტალის“ დამფუძნებელმა ზურაბ ნასყიდაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, უკვე მიმდინარეობს სასტუმრო ნომრების აღჭურვა, ავეჯის დამზადება და თუ COVID-ვითარება სტაბილური იქნება Indigo სტუმრებს 2023 წლის გაზაფხულიდან მიიღებს. სასტუმრო ნომრების აღჭურვის პროცესში კი კომპანია გარკვეულ სირთულეებს წააწყდა.

„ყველაზე დიდი პრობლემა რაც ბაზარს ფინანსური პრობლემის გარდა აწუხებს ეს არის საქონლის მოძიება რეალურ ფასში. სხვადასხვა ინვენტარის თუ ავეჯის მოძიება და შეძენა სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევს. იმ ეტაპზე რაზეც ახლა Indigo იმყოფება თურქული ნაწარმის წილი 30%-ია, გარდა ამისა რაღაცები შემოგვაქვს ჩინეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან.

როდესაც ავეჯის და ტექნიკით აღჭურვის ნაწილზე გადადიხარ, მაშინ უკვე ადგილობრივი ნედლეული ვეღარ გეხმარება. ადგილზე რას იშოვი? კაბელს, ელეტროგაყვალობისთვის სხვადასხვა ინვენტარს, რკინა-ბეტონს და დანარჩენი უნდა შემოიტანო. სასტუმროს მშენებლობაში არის ეტაპი, როდესაც ადგილობრივი ნედლეული ვეღარ გეხმარება და გჭირდება იმპორტი“, - აცხადებს ნასყიდაშვილი.

ბუტიკ-სასტუმრო Indigo-ში  „სტარ კაპიტალის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 37 მლნ ლარამდეა.

სტარ კაპიტალმა კი ისტორიული ნაგებობა 2017 წლის ნოემბერში პირობებიან აუქციონზე 9.2 მლნ ლარად შეიძინა. მისი ვალდებულებაა ასევე საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული საათის მოვლა-პატრონობა, რომლის ბათუმის მერიის საკუთრებაა.

Hotel Indigo Batumi, რომელიც მე-19 საუკუნის შენობაში განთავსდება, 65 სასტუმრო ნომერზე იქნება გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ Hotel Indigo ბუტიკის ტიპის სასტუმროა, რომელიც IHG-ის წევრია. Hotel Indigo-ს პირველი სასტუმრო 2004 წლის ოქტომბერში ატლანტაში გაიხსნა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.