ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება გამოწვევად რჩება
27 მაისი, 2022

„ჩვენი საბოლოო ამოცანა არის ის, რომ ქართულ ღვინოზე ცნობადობის გაზრდას მივაღწიოთ არა მარტო ევროპის არამედ ამერიკის ბაზარზე, საბოლოო მომხმარებელს თავში უნდა ჰქონდეს ქართული ღვინო და არჩევანში უნდა იყოს ერთ-ერთი“ -  ამის შესახებ რადიო “კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ ღვინის მარკეტინგის სპეციალისტმა ირაკლი ჩოლობარგიამ ისაუბრა. 

მისი თქმით მაგალითად როდესაც ინგლისელი შედის ღვინის ბარში და  პირველი უდევს  ფრანგული, ავსტრალიური და  ა.შ. ღვინოები,  იქაც რომ ვიყოთ წარმოდგენილები სწორედ  ეგ არის მიღწევადი.  

“ჩვენი  ღვინის  ბუმი  დაახლოებით ათი წელია რაც დაიწყო,ათი წლის წინ დავიწყეთ ბაზრების  ათვისების  მიმართულებით  ცნობადობის გაზრდა და ახალ ბაზრებზე მუშაობა, რომ გადავხედოთ ახალ ბაზრებს ფრანგული ღვინო ბრიტანეთში,  ნომერ  პირველი  ღვინოა  და მას  100-150 წლიანი  ისტორია აქვს, ავსტრალიური  ღვინოც პოპულარულია  ინგლისის და  ამერიკის  ბაზარზე. ღვინო  არ  არის ჩვეულებრივი  პროდუქტი, ღვინოს  მოსდევს  მთელი  ქვეყანა, ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი  სავიზიტო  ბარათია. საჭიროა, რომ არა მარტო პროდუქტზე, არამედ  ქვეყანაზე და ღვინის  1000  წლოვან ისტორიაზე  გქონდეს ინფორმაცია. ეს ერთ-ერთ პრობლემაა, რომელიც  გადასალახია“. -  აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

კითხვაზე რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ გაიზარდოს ცნობადობის მაჩვენებელი ჩოლობარგია პასუხობს, რომ ეს  რთული პროცესია, ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ადმინისტრაცია ამა თუ იმ ბაზარზე ცნობადობის ასამაღლებლად თანხებს ხარჯავენ, თუმცა ამ  აქტივობების 90%  ბაზარს  აცნობს მხოლოდ პროდუქტს და არა მის ისტორიას.

“ჩენი უპირატესობა და განსხვავებულობა არის ის,  თუ რატომ  უნდა დავლიოთ  ქართული  ღვინო,  პირველი  ეს  არის  8000 წლოვანი ისტორია,   ქვევრის ფენომენი  და  რაც  მთავარია  ე.წ. ქარვისფერი  ღვინო, რომელიც  ჭაჭაზეა  დაყენებული

როდესაც ილია  ჭავჭავაძის ფრაზა წავიკითხე, სადაც  ის წერდა, რომ “რასაც  ქართულ  ღვინოს  დღეს  წუნად  უთვლიან ის გახდება  მისი  უპირატესობაო” მეგონა, რომ დღევანდელი განსხვავება  რაც არის  ევროპულსა და  ჭაჭას  შორის ამ განსხვავებაზე წერდა და მეგონა რომ ილიას ეს უფრო მოსწონდა და არა ევროპული  უფრო მოსწონდა  და ევროპული არა თურმე  ილია  სუფთად  გაკეთებულ ღვინოზე  საუბრობდა. 

8000 წლოვანი ისტორია  და ეს  რაც  ჩვენი გვიგრგვინია  არის თეთრი  ღვინო, რომელსაც ქარვისფერი ღვინო დაერქვა  და ის ღვინის  საერთაშორისო  ორგანიზაციამაც გამოარჩია. 

სახელმწიფოს  ფინანსური რესურსები დღემდე  შეზღუდულია,  ჩვენ ვართ იმ პროცესში,  რომ ადამიანებმა  უნდა გაიცნონ  საქართველო, იმ კუთხით, რომ ასეთი  ღვინო აქვთ და  ა.შ.  ჯერ მხოლოდ ფიზიკურ  ნაწილზე ვართ, ემოციურ  ნაწილზე ფული აღარ რჩება”.- აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

ჩოლობარგიას თქმით მაშინ როდესაც ღვინის მარკეტინგული აქტივობები დაიწყო, 2013-2014 წლებში 2-3 მილიონი იხარჯებოდა, ბოლო წლებში კი ეს თანხა რვა მილიონ ლარზე ავიდა. 

“თავიდან  დაიწყო  2-3  მილიონი ლარით ეს დაახლოებით  2013-2014  წლებია, ხოლო ბოლო წლებში ღვინის მარკეტინგზე რვა მილიონი ლარი იხარჯებოდა. თავიდან ავირჩიეთ თუ რომელ ქვეყნებში უნდა  დაგვეწყო მარკეტინგი, ეს იყო აშშ, ინგლისი,  ჩინეთი,  იაპონია,  გერმანია,  პოლონეთი. ამ  ბარათზე ვქირაობდით  ღვინის  მარკეტინგულ კომპანიებს და  შევარჩიეთ ე.წ.  “master wine“  -  ები , მათ  ძალიან  დიდი  კონტაქტები  აქვთ და ბაზარზე გავლენას ახდენენ, პლუს  ამას გვქონდა  საერთაშორისო გამოფენები,  ეს  მარკეტინგული  პროგრამა  სამი მიმართულებით  იყო  , მესამე საქართველოში ჯგუფების ჩამოყვანას გულისხმობდა, თავიდან ძირითადად   მედიის  ხალხი  ჩამოდიოდა და 10 კაციან ჯგუფებში 7 მედიის  წარმომადგენელი იყო, ხოლო სამი იმპორტიორი, მერე მიდგომა შევცვალეთ და 70% იმპორტიორი იყო და 3-4 მედიის წარმომადგენელი.თითოეულ ბაზარზე დაახლოებით 50-60 დეგუსტაცია გამოგვდიოდა“. - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.