ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა უნდა გავითვალისწინოთ ოჯახური ღვინის ბოთლში ჩამოსხმისას?
29 იანვარი, 2024

როგორც ქარხნულ, ისე ოჯახურ პირობებშიც ბოთლში ღვინის ჩამოსხმა საკმაოდ რთულ საგანს წარმოადგენს და ეს პროცესი, განსაკუთრებით ჰიგიენის თვალსაზრისით უზუსტესი პირობების დაცვას ითხოვს.

ღვინის ბოთლში ჩამოსხმის თვალსაზრისით მთავარ მომენტად ითვლება ამ პროცესის მოსამზადებელი სამუშაოები და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, თავად ღვინის მზადყოფნა ჩამოსხმისათვის.

რა იგულისხმება ამ უკანასკნელში? როგორც არაერთხელ აღინიშნა, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად განიცდის გარკვეულ ცვლილებებს და გადის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს. ღვინოს ახასიათებს ლექის გამოყოფა, სიმღვრივე, ფერის შეცვლა და სხვ., რამაც შესაძლოა ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოზე არასასურველი გავლენა იქონიოს. როგორც წესი, ახალგაზრდა ღვინოს ბოთლებში არ ასხამენ. (იგულისხმება ოჯახურ პირობებში დაყენებული ღვინო).

ღვინოს ბოთლებში მას შემდეგ ჩამოასხამენ, როდესაც იგი დაიხვეწება, ბუნებრივად მოიშორებს ლექსა და ღვინის ქვას და გახდება მეტ-ნაკლებად სტაბილური. ამჯერად ჩვენ არ შევეხებით დამხმარე მასალებს, როგორიცაა: საცობი, ჩაჩი, ეტიკეტი, ყუთი… არამედ მოკლედ ვისაუბრებთ უშუალოდ ჩამოსხმის პროცესზე. უკანასკნელ პერიოდში ისეთი დანადგარები, რითაც ოჯახურ პირობებში ღვინის ბოთლებში ჩამოსხმაა შესაძლებელი, ხელმისაწვდომი გახდა.

მაგრამ შესაბამისი ლიტერატურა, საიდანაც ადამიანი იხელმძღვანელებს ოჯახური ღვინის ჩამოსხმისას, ჯერჯერობით დეფიციტია. სწორედ ამიტომ ზედმეტად არ მიგვაჩნია, მოკლედ შევეხოთ ამ მნიშვნელოვან საკითხს.

ოჯახურ პირობებში ღვინის ჩამოსასხმელად საჭიროა შემდეგი დანადგარები და ხელსაწყოები: ბოთლის მექანიკური სახუფი; ბოთლის სტერილიზატორი; ბოთლის საწრეტი; ვაკუუმ ჩამოსასხმელი; ჩამოსასხმელი ავზი, რომელშიც ხდება ჩამოსასხმელი ღვინის ჩამოსხმისწინა მომარაგება და ბოთლის ჩაჩის დანადგარი. ხოლო იშვიათად ბოთლის ეტიკეტის მინი დანადგარიც. განვიხილოთ თითოეული მათგანის მუშაობის პრინციპი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი დანადგარების გარდა არსებობს სხვა სახის დანადგარებიც, რომლებსაც ასევე ოჯახური მეღვინეობის შემთხვევებში იყენებენ. თავდაპირველად შევეხოთ ბოთლსა და მის მომზადებას ღვინის ჩასასხმელად.

ღვინის ბოთლი უნდა იყოს იდეალურად სუფთა და არა, თუნდაც მცირედით დაბინძურებული, რადგან ასეთ დროს მისი სრულად სტერილიზაცია ვერ ხერხდება, რაც ჩამოსხმის შემდეგ ქმნის რიგ პრობლემებს.

ჩამოსხმის დროს ხშირად გამოიყენება მეორადი, ნახმარი ბოთლები, რაც ნამდვილად არ არის სასურველი. ყოველი შემთხვევისათვის ოჯახურ პირობებში ამგვარი ბოთლების სათანადო სტერილიზაციისა და სისუფთავის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო.

ბოთლი, ღვინის ჩამოსხმის წინ აუცილებლად უნდა გაირეცხოს. არსებობს ბოთლის სარეცხი სხვადასხვა დანადგარები, როგორც მექანიკური, ისე ელექტროც.

ოჯახურ პირობებში ღვინის ჩამოსხმის შემთხვევაში, ამჯერად ყველაზე მეტად გავრცელებული ბოთლის სტერილიზატორი, შეიძლება ითქვას, რომ ძალზე მარტივი მექანიკური დანადგარია, რომელშიც უნდა ჩაისხას ის სითხე, რომლითაც ხდება ბოთლის გამოვლება. უმეტეს შემთხვევაში ამგვარ სტერილიზატორში ასხამენ დაახლოებით 2 ლიტრ გოგირდიან წყალს. გოგირდის კონცენტრაცია დამოკიდებულია ბოთლის მდგომარეობაზე, ამიტომ ამჯერად გოგირდის დოზებს არ შევეხებით, რადგან ეს საკითხი უშუალოდ ღვინის ჩამოსხმის დროს უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად. გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.

კერძოდ, ბოთლში გოგირდის გამოვლებით შესაძლოა ღვინოში გოგირდის შემცველობამ აიწიოს, რისი პრაქტიკული მაგალითებიც მრავლადაა. ზოგჯერ ბოთლში გოგირდიანი წყლის გამოვლების შემდეგ, 2-3 წუთის გასვლისას სუფთა წყალსაც გამოავლებენ.

სუფთა წყალში შესაძლებელია ძალზე მცირე კონცენტრაციის გოგირდის შერევაც, რაც ხორციელდება არა ბოთლის, არამედ თავად წყლის მაქსიმალური სტერილიზაციის მისაღწევად…

სრულად იხილეთ: agrokavkaz.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.