საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონფერენციებზე დასწრების, ასევე ბანაკების ჩატარების წესები შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება უკვე რამდენიმე კვირაა ძალაშია, საკითხზე საზოგადოებაში არაერთი კითხვა ჩნდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბანაკებისა და კონფერენციების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს:
ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე:
1. ეს შეზღუდვა არ ეხება საქმიან შეხვედრებს;
2. შეზღუდვა ვრცელდება ყველა ტიპის ტრენინგზე, კონფერენციაზე და სემინარზე მიუხედავად ჩატარების ადგილისა (ღია/დახურული სივრცე) და დამსწრეთა რაოდენობისა;
3. ტრენინგებზე, სემინარებზე და კონფერენციებზე მონაწილეთა;
4. დასწრება შესაძლებელი იქნება ან 72 საათით ადრე ჩატარებული პსრ ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის საფუძველზე;
იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად:
1. ამ შემთხვევაში ბანაკად მოიაზრება ღია ან დახურულ სივრცეში მოწყობილი საბავშვო ბანაკები, სადაც გარკვეული დროით ხდება ადამიანების განთავსება და ადგილზე მათთვის სხვადასხვა აქტივობების შეთავაზება – როგორც სპორტული ასევე საგანმანათლებლო თუ კულტურული;
2. ბანაკში არ მოიაზრება საკემპინგე ადგილი, ჯომარდის ბანაკი, ლაშქრობა – სადაც ერთჯერადი კონკრეტული ტრისტული სერვისის შეთავაზება ხდება;
18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
bm.ge