ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა წილი აქვთ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს ფრენების გადანაწილების მხრივ ევროპულ ქვეყნებს შორის?
04 თებერვალი, 2022

ფრენების რაოდენობის მიხედვით რა წილი უკავიათ სიდიდით პირველ და მეორე აეროპორტებს ევროპულ ქვეყნებში? ამაზე EUROCONTROL-ი ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 77%-იანი წილი ჰქონდა, ბათუმის აეროპორტს კი 12%-იანი.

2021 წელს თბილისის აეროპორტის წილი 74%-მდე შემცირდა, ბათუმის კი 18%-მდე გაიზარდა.

 

„სიდიდით მეორე აეროპორტების წილი ძალიან იშვიათად აღემატება 20%-ს, მაგრამ ისინი ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შესაძლებლობების ფანჯარას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, ოთხ ევროპულ ქვეყანაში მხოლოდ თითო აეროპორტი მოქმედებს – ალბანეთში, მოლდოვაში, ლუქსემბურგსა და მალტაზე.

 

სომხეთში, ერევნის აეროპორტის წილი 2021 წელს 94%-ს შეადგენდა. საკმაოდ დივერსიფიცირებულია იტალიის ბაზარი, რომლის ლიდერ მალპენზას (მილანი) აეროპორტს შარშან 13%-იანი წილი ჰქონდა, მეორე ადგილზე მყოფ ფიუმიჩინოს (რომი) კი 12%-იანი.

როგორია სხვა აეროპორტების ფრენების წილი იხილეთ ლინკზე:

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.