რა ხდება ავიაციის ბაზარზე - Turkish Airlines ქართულმა Georgian Airways-მა აჯობა
რა ხდება ავიაციის ბაზარზე - Turkish Airlines ქართულმა Georgian Airways-მა აჯობა გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ქართული ავიაგადამზიდავია.
ავიაკომპანიები Georgian Airways-ი და Turkish Airlines-ი 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ბაზრის 12-12%-იან წილს ფლობენ. თუმცა 6 თვეში Georgian Airways-მა საქართველოს აეროპორტებში 247 485 მგზავრს მოემსახურა, Turkish Airlines-ი 246 021 მგზავრს. Turkish Airlines-ს ბაზრის წილი არ შეუცვლია და ის კვლავინდებურად 12%-ის დონეზე შეინარჩუნა. Georgian Airways-მა ერთი წლის განმავლობაში ბაზრის წილი 3%-ით გაზარდა. გადაყვანილი მგზავრთნაკადით მეორე ადგილზეა Wizz Air Hungary, რომელიც ექვს თვეში 223 364 მგზავრს მოემსახურა და ბაზრის 11%-ის მფლობელია.
მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგში მე-3 ადგილზე არაბული ავიაკომპანია Fly Dubai, უკრაინული FlyUIA და რუსული Ural Airlines-ი მოხვდნენ, რომლებიც ბაზრის 5-5%-ის მფლობელები არიან. FlyUIA-მ 4%-იანი წილის მფლობელია. 4-4%-ს ფლობენ რუსული ავიაკომპანიები Aeroflot-ი და S7 Airlines-ი. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-ივლისში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 3-3%-ს აკონტროლებენ Pobeda Airlines-ი და Pegasus Airlines-ი. 2-2%-ს კი ფლობენ Zagros Airlines-ი, Qatar Airways-ი, EL AL Israel Airlines-ი, Air Arabia, Azerbaijan Airlines-ი, Qeshm Airlines-ი, Belavia, Air Astana, LOT Polish Airlines-ი, Lufthansa, ATA Airlines-ი, ISRAIR-ი, YANAIR-ი.