ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„რა ყოფილა გურია“ - რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის კონკურსი გამოცხადდა
01 მაისი, 2018

გურიის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ სამეთვალყურეო საბჭომ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

მცირე გრანტების პროგრამის მიზანია, ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე ტურისტული ნიშნების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ან ტურისტული ღირსშესანიშნაობების განვითარება, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის მიმართული ღონისძიებების მოწყობა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა, ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გურიის რეგიონში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, რეგიონში მცხოვრებ ფიზიკურ პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს. მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი უწევს.

პროექტი ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის,“ დაფინანსებულია ევროკავშირის დელეგაციის მიერ, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა რეგიონის მიმზიდველობის გაზრდის გზით. პროექტს მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.