ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაბათის ციხე ვიზიტორების მისაღებად მზადაა
25 აპრილი, 2018

რაბათის ციხე ტურისტების მისაღებად მზადაა. ციხის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს. შეკეთდა საპირფარეშოები, ამჟამად მიმდინარეობს ბრტყელი გადახურვის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით აღდგენილია დაახლოებით 300 კვ. მეტრი ფართობი. პარალელურად, მიმდინარეობს ე. წ. ციტადელის საკონფერენციო დარბაზის შიდა სამუშაოები, რომელიც მაისის დასაწყისისთვის დასრულდება.

რაც შეეხება შენობების გარე ფასადების სამუშაოებს, პროექტი უკვე მზად არის. შესალესია დაახლოებით 1000 კვ. მეტრის ფართობი, რომლის სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია. ახალციხის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ თანხა უკვე გამოყოფილია, სამუშაოები დასრულდება მაისის ბოლომდე, აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე.

გარდა ამისა, დაზიანებული მონაკვეთების ნაწილი არის კომერციული ფართები და ხელშეკრულებით ვადებულები არიან შენობა- ნაგებობების მოვლა- პატრონობაზე. პარალელურ რეჟიმში აქაც მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება.

„ახალციხის ციხის კომპლექსი მზადაა მიიღოს სტუმრები და ვიზიტორები. მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, ხელს არ შეუშლის ტურისტების მიღებას“, - განმარტავენ მუნიციპალიტეტში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.