რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 2,5 მლნ ლარს გადააჭარბა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 700 -მდე მევენახემ ღვინის კომპანიებში 356 ტონა ყურძენი ჩააბარა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.
ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდა „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი).
წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი – 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). სულ დარეგისტრირებულია 28 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში.
კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 134 მლნ ლარს გადააჭარბა. 11 ოქტომბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 115.2 ათასამდე ტონა ყურძენი.
www.bpi.ge